საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია

ეწვიეთ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის გვერდს facebook-ზე

კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გალესილია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს.

ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია

ჯგუფი "ენა და ლიტერატურა"

მოითხოვეთ ჯგუფში გაწევრიანება

четверг, 29 августа 2019 г.

როგორ გამოვიყენოთ Sway სასწავლო მიზნებისთვის?

ვისაც მოგწყინდათ powerpoin პრეზენტაციებით თქვენი გაკვეთილების გამრავალფეროვნება და ეძებთ ახალ პროგრამას, ნამდვილად გაგიმართლათ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Sway - პროგრამა უფასოა და მუშაობის დაწყებამდე არ საჭიროებს ჩამოქაჩვასა და დაინსტალირებას,  მუშაობს ყველა ბროუზერში და მოწყობილობაზე. Sway - ს დახმარებით უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმაც და მოსწავლემაც. ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მისი სრულყოფილად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მის მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც ერთი ვებ სივრცე, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ სხვადასხვა  რესურსები, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიტანოთ მასში ცვლილება, ამისთვის არ არის საჭირო ძველი რესურსის წაშლა და ახლის ატვირთვა, პროგრამა თავად ინახავს ყველა შეტანილ ცვლილებას, გამოქვეყნებული პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. მასში შეიძლება  ატვირთოთ  თქვენი სხვა პრეზენტაციები  და თავის მხრივ შეიძლებ ამ პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაციის თქვენს ნებისმიერ ბლოგზე ჩაშენება.  ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენც და მოსწავლეებმაც, როგორც:
  • საპრეზენტაციო პროგრამა,
  • მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები, კითხვები.
  • ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად,
  • სხვადასხვა კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების საჩვენებლად,
  • თქვენი პორტფოლიოს შესაქმნელად, მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ჩემი საცდელად გაკეთებული პორტფოლიო
  • მოყვეთ საკუთარი  თავის ან სხვის შესახებ,
  • იმუშაოთ ისტორიულ წყაროებზე ( მაგალითად , პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენს წყაროებზე დაყრდნობით შესრულებულ სამუშაოებს),
  • პროექტების წარსადგენად,
  • სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ თემის შესწავლის დასრულების შემდეგ , შესაძლებელია, მოსწავლეებმა ამ სახით გადმოსცენ შესწავლილის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები,
  • კოლეგებს გაუზიაროთ გამოცდილება,
  • გამოიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლების პრინციპით.

დასასრულს გაჩვენებთ ჩემ მიერ მომზადებულ გაკვეთილს ამ პროგრამაში. გაკვეთილის თემაა: "ხვარამზეს ლექსი" ( ხალხური)

რობოტი


ელექტრონული ტესტი

ტესტი საჩვენებლადაა გაკეთებული და განკუთვნილია ტექსტის სტრუქტურის შესასწავლად. ეს საცდელი ვერსია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგზე გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია დიდი ზომისა და რთულად შესასწავლი ნაწარმოების სწავლების პროცესის გაიოლება. არ ვიცი,  რამდენად გამომივიდა და დაგარწმუნებთ, მაგრამ მე შევეცადე... თქვენ როდესაც სრულყოფილ რესურსს გააკეთებთ , რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაამატებთ და ტექსტის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ბოლოში შესაძლებელია, სლაიდზე მოცემული ტექსტებიდან დავალებების მიცემა თვითშემოწმებისა და რეფლექსიისათვის. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ, გამოიყენებთ და თქვენეულ ვარიანტსაც მაჩვენებთ. წარმატება!

ზეპირი და წერითი მეტყველება


ასე მგონია, სწრაფი კითხვის უნარის განმავითარებელი ტრენაჟორის შემდეგ, ამ ახალ რესურსზე კარგი არაფერი გამიკეთებია,  მთელი გული და სული ჩავდე მასში და მშვენიერიც გამოვიდა. იმედი მაქვს, თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს და გამოიყენებთ. თემა მეტად აქტუალური და საჭიროა როგორც ფილოლოგებისთვის, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც :)

https://emis188-my.sharepoint.com/:p:/g/personal/gonashvili_rusudan_teachers_gov_ge/ERs1tGzTKblHpTz-7FdQ5oMB6NWM3xB-8-FuPkDwkjdlYA?e=FcSXfU 

ილიას შემოქმედება

ამ ინტერაქტიული თამაშის შაბლონის დახმარებით(რომლის ავტორიც მე გახლავართ), შესაძლებლობა გაქვთ, შეამოწმოთ თქვენი მოსწავლეების ცოდნის ათვისების ხარისხი ნებისმიერი თემის, ნაწარმოების, მწერლის შემოქმედების შესწავლის დასრულების შემდეგ . ბავშვებისათვისაც, ვფიქრობ , სახალისო და შემეცნებითი იქნება ამ სახით საკუთარი თავის გამოცდა. გისურვებთ წარმატებებს! იმედია, მოგეწონებათ!

ვსწავლობთ გაფერადებით

ეს სახალისო-შემეცნებით სავარჯიშო პატარებისთვის გავაკეთე იმ მიზნით, რომ სწავლის პროცესი უფრო გავუადვილო  და გავუხალისო. ვფიქრობ, ბევრი უნარის გამომუშავებაში დაეხმარებათ ეს რესურსი. მაგალითად: ყურადღების კონცენტრირებაში, მეხსიერების გავარჯიშებაში, ფერების ამოცნობაში, სიტყვათა მარაგის შევსებაში, სიტყვების გააზრებაში, ფიქრსა და ანალიზში... მცირედი მოდიფიკაციით, შესაძლებელია, დაწყებითების მასწავლებლებმა ასო-ბგერების შესწავლისასაც გამოიყენონ. იმედია, მოგეწონებათ!

აბა, გამოიცანი!