ტესტი საჩვენებლადაა გაკეთებული და განკუთვნილია ტექსტის სტრუქტურის შესასწავლად. ეს საცდელი ვერსია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგზე გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია დიდი ზომისა და რთულად შესასწავლი ნაწარმოების სწავლების პროცესის გაიოლება. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა და დაგარწმუნებთ, მაგრამ მე შევეცადე... თქვენ როდესაც სრულყოფილ რესურსს გააკეთებთ , რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაამატებთ და ტექსტის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ბოლოში შესაძლებელია, სლაიდზე მოცემული ტექსტებიდან დავალებების მიცემა თვითშემოწმებისა და რეფლექსიისათვის. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ, გამოიყენებთ და თქვენეულ ვარიანტსაც მაჩვენებთ. წარმატება!






0 коммент.:
Отправить комментарий