საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაცია

ეწვიეთ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის გვერდს facebook-ზე

კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გალესილია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს.

ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია

ჯგუფი "ენა და ლიტერატურა"

მოითხოვეთ ჯგუფში გაწევრიანება

четверг, 29 августа 2019 г.

როგორ გამოვიყენოთ Sway სასწავლო მიზნებისთვის?

ვისაც მოგწყინდათ powerpoin პრეზენტაციებით თქვენი გაკვეთილების გამრავალფეროვნება და ეძებთ ახალ პროგრამას, ნამდვილად გაგიმართლათ. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Sway - პროგრამა უფასოა და მუშაობის დაწყებამდე არ საჭიროებს ჩამოქაჩვასა და დაინსტალირებას,  მუშაობს ყველა ბროუზერში და მოწყობილობაზე. Sway - ს დახმარებით უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმაც და მოსწავლემაც. ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ. კარგა ხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მისი სრულყოფილად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მის მთავარ პლუსად მიმაჩნია ის, რომ პროგრამის გამოყენება შეიძლება როგორც ერთი ვებ სივრცე, სადაც შეგიძლიათ, დაამატოთ სხვადასხვა  რესურსები, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეიტანოთ მასში ცვლილება, ამისთვის არ არის საჭირო ძველი რესურსის წაშლა და ახლის ატვირთვა, პროგრამა თავად ინახავს ყველა შეტანილ ცვლილებას, გამოქვეყნებული პრეზენტაცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან. მასში შეიძლება  ატვირთოთ  თქვენი სხვა პრეზენტაციები  და თავის მხრივ შეიძლებ ამ პროგრამაში გაკეთებული პრეზენტაციის თქვენს ნებისმიერ ბლოგზე ჩაშენება.  ის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენც და მოსწავლეებმაც, როგორც:
  • საპრეზენტაციო პროგრამა,
  • მასში შეიძლება ჩავსვათ ჩვენთვის სასურველი ბმულები, ინფორმაცია, ვიდეოები, სურათები, კითხვები.
  • ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად,
  • სხვადასხვა კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების საჩვენებლად,
  • თქვენი პორტფოლიოს შესაქმნელად, მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ჩემი საცდელად გაკეთებული პორტფოლიო
  • მოყვეთ საკუთარი  თავის ან სხვის შესახებ,
  • იმუშაოთ ისტორიულ წყაროებზე ( მაგალითად , პროექტზე მუშაობისას სხვადასხვა ჯგუფი წარმოადგენს წყაროებზე დაყრდნობით შესრულებულ სამუშაოებს),
  • პროექტების წარსადგენად,
  • სხვადასხვა ნაწარმოებისა თუ თემის შესწავლის დასრულების შემდეგ , შესაძლებელია, მოსწავლეებმა ამ სახით გადმოსცენ შესწავლილის ანალიზი, მიმოხილვა და დასკვნები,
  • კოლეგებს გაუზიაროთ გამოცდილება,
  • გამოიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლების პრინციპით.

დასასრულს გაჩვენებთ ჩემ მიერ მომზადებულ გაკვეთილს ამ პროგრამაში. გაკვეთილის თემაა: "ხვარამზეს ლექსი" ( ხალხური)

რობოტი


ელექტრონული ტესტი

ტესტი საჩვენებლადაა გაკეთებული და განკუთვნილია ტექსტის სტრუქტურის შესასწავლად. ეს საცდელი ვერსია "ვეფხისტყაოსნის" პროლოგზე გავაკეთე და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, შესაძლებელია დიდი ზომისა და რთულად შესასწავლი ნაწარმოების სწავლების პროცესის გაიოლება. არ ვიცი,  რამდენად გამომივიდა და დაგარწმუნებთ, მაგრამ მე შევეცადე... თქვენ როდესაც სრულყოფილ რესურსს გააკეთებთ , რა თქმა უნდა, ბევრ რამეს დაამატებთ და ტექსტის პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებთ ყურადღებას, ბოლოში შესაძლებელია, სლაიდზე მოცემული ტექსტებიდან დავალებების მიცემა თვითშემოწმებისა და რეფლექსიისათვის. გამიხარდება, თუ მოგეწონებათ, გამოიყენებთ და თქვენეულ ვარიანტსაც მაჩვენებთ. წარმატება!

ზეპირი და წერითი მეტყველება


ასე მგონია, სწრაფი კითხვის უნარის განმავითარებელი ტრენაჟორის შემდეგ, ამ ახალ რესურსზე კარგი არაფერი გამიკეთებია,  მთელი გული და სული ჩავდე მასში და მშვენიერიც გამოვიდა. იმედი მაქვს, თქვენც ისევე მოგეწონებათ, როგორც მე მომწონს და გამოიყენებთ. თემა მეტად აქტუალური და საჭიროა როგორც ფილოლოგებისთვის, ასევე სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც :)

https://emis188-my.sharepoint.com/:p:/g/personal/gonashvili_rusudan_teachers_gov_ge/ERs1tGzTKblHpTz-7FdQ5oMB6NWM3xB-8-FuPkDwkjdlYA?e=FcSXfU 

ილიას შემოქმედება

ამ ინტერაქტიული თამაშის შაბლონის დახმარებით(რომლის ავტორიც მე გახლავართ), შესაძლებლობა გაქვთ, შეამოწმოთ თქვენი მოსწავლეების ცოდნის ათვისების ხარისხი ნებისმიერი თემის, ნაწარმოების, მწერლის შემოქმედების შესწავლის დასრულების შემდეგ . ბავშვებისათვისაც, ვფიქრობ , სახალისო და შემეცნებითი იქნება ამ სახით საკუთარი თავის გამოცდა. გისურვებთ წარმატებებს! იმედია, მოგეწონებათ!

ვსწავლობთ გაფერადებით

ეს სახალისო-შემეცნებით სავარჯიშო პატარებისთვის გავაკეთე იმ მიზნით, რომ სწავლის პროცესი უფრო გავუადვილო  და გავუხალისო. ვფიქრობ, ბევრი უნარის გამომუშავებაში დაეხმარებათ ეს რესურსი. მაგალითად: ყურადღების კონცენტრირებაში, მეხსიერების გავარჯიშებაში, ფერების ამოცნობაში, სიტყვათა მარაგის შევსებაში, სიტყვების გააზრებაში, ფიქრსა და ანალიზში... მცირედი მოდიფიკაციით, შესაძლებელია, დაწყებითების მასწავლებლებმა ასო-ბგერების შესწავლისასაც გამოიყენონ. იმედია, მოგეწონებათ!

აბა, გამოიცანი!

ვინ უკეთ იცის ლიტერატურა

მყისიერ უკუკავშირზე დაფუძნებული ეს რესურსი  გათვალისწინებულია ზეპირი ცოცხალი თამაშისთვის. თამაში შეუძლია 10 ჯგუფს ან 10 მოსწავლეს. მოთამაშე ირჩევს რიცხვს, ეცნობა  კითხვას და პასუხობს. გამარჯვებულია ის ჯგუფი (ან მოსწავლე), რომელიც უფრო სწრაფად და ზუსტად უპასუხებს.  თქვენ უნდა გააზიაროთ თამაშის ბმული და მოიწვიოთ მოთამაშეები. მწვანე ჩანართის საშუალებით მოსწავლე იღებს კოდს, მეორე ჩანართის საშუალებით - უერთდება თამაშს.



ეს კი თამაშის ბმული: ვინ უკეთ იცის ლიტერატურა?

question writer

მე ძალიან მომეწონა ეს ვებ-გვერდი და გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა :) ამ "კითხვების დამწერის"(question writer) საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა გვეძლევა, მარტივად და მცირე დროში შევქმნათ სრულყოფილი და საინტერესო ტესტები მოსწავლეებისათვის და ტესტირების დასრულებისთანავე ვნახოთ შედეგები ჩვენც და მოწაფეებმაც. ტესტირება  შესაძლებელია როგრორც ოფლაინ, ისე ონლაინ( ანუ შესაძლებელია კომპიუტერში გქონდეთ შექმნილი ტესტები და ინტერნეტის გარეშე შეასრულებინოთ დავალება ბავშვებს ან ვებ -გვერდზე ატვირთულ ტესტებთან იმუშაონ მოსწავლეებმა). პროგრამა საშუალებას გაძლევთ შუზღუდავი რაოდენობის ტესტების შექმნის, აქ არის 8 სხვადასხვა კითხვის დასმის რეჟიმი, შესაძლებელია ტესტებისთვის ფონის შეცვლა, შესაძლებელია შედეგების ნახვა ონლაინ ან  ამობეჭდილი სახით ექსელის ცხრილით ფოსტაზე გაგზავნა. ვებ - გვერდი მდებარეობს ამ მისამართზე:  http://www.questionwriter.com/  საიდანაც უნდა ჩამოქაჩოთ ეს პროგრამა.
საჩვენებლად გთავაზობთ სახელდახელოდ შექმნილ ტესტს (გაითვალისწინეთ, არანაირი აკადემიურ-შემეცნებითი დანიშნულება ამ კონკრეტულ ტესტს არ აქვს, ის მხოლოდ საჩვენებლად არის შექმნილი). მე ყველა ტიპის კითხვა არ მაქვს გამოყენებული, თქვენ შეგიძლიათ, უფრო მრავალფეროვანი დავალებები შესთავაზოთ მოსწავლეებს.
იმედია, მოგეწონებათ და გამოიყენებთ პროგრამას!
 ტესტის ნახვა შეგიძლიათ ამ მისამართზე

შემეცნებითი თამაში: "მოარტყი მიზანში"

ამჯერად  პატარებისთვის გავაკეთე თამაში. ონლაინ პრეზენტაციას არ ექნება აუდიო ეფექტები, კომპიუტერში გადაქაჩვის შემდეგ კი სრულყოფილად იმუშავებს ყველაფერი. იმედია, პატარებს მოეწონებათ!


გაკვეთილის ანალიზის სახეები

Click to view the full digital publication online
Read გაკვეთილის ანალიზის სახეები
Digital Publishing with YUDU

რესურსი ძველია :) უბრალოდ ახალი პროგრამა მოვსინჯე

მე და ღამე



ონლაინ ინსტრუმენტი/სერვისი Booktrack Studio შექმნილია ტექსტებზე(წიგნებზე) საუნდტრეკების დასამატებლად. ეს ახალზელანდიური პროექტია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებისათვის. არსი მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერ ტექსტს( შესაძლებელია საკუთარსაც) მომხმარებელს შეუძლია მოარგოს მისი აზრით შესაფერისი აუდიო ფაილი. როგორც სერვისის შემქმნელები თვლიან, ამგვარი მედიანაწარმოებები მოსწავლეებს დაეხმარება უფრო მეტად დაინტერესდნენ კითხვითა და ლიტერატურით. მუშაობის დასაწყებად საჭიროა რეგისტრაცია. ონლაინ პლატფორმაზე უამრავი ასეთი გაფორმებული წიგნი დევს, რომლის რედაქტირებაც შეგიძლიათ. ( შეგიძლიათ არაფერი დაარედაქტიროთ და საკუთარი შექმნათ) ასევე არის ხმებისა და მუსიკალური ნაწარმოებების უდიდესი კოლექცია. შესაძლებელია დიდი ყურადღებითა და სიყვარულით :) გაფორმდეს წიგნები მუსიკალური ფონით ( ასევე შესაძლებელია ნებისმიერი მონიშნულ ფრაგმენტზე რაიმე განსაკუთრებული ხმის ან მუსიკის დადება) და მივიღოთ ნამდვილად საოცარი ნაწარმოები. მოკლედ, გირჩევთ ჰუმანიტარებს . განსაკუთრებით დიდი ტექსტების შესწავლა შეიძლება კარგად მისი დახმარებით, ხალისით შემოესწავლებათ და წაეკითხებათ ტექსტები ბავშვებს, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რამდენად ეფექტურად შეიძლება ამ ინსტრუმენტის გამოყენება პოეზიის სწავლებისას

ანიმაციური სცენა



ვინც თვალს ადევნებთ ჩემს პორტფოლიოს, იცით თუ როგორ მიყვარს ეს სასწაული პროგრამა, არასდროს დავიღლები იმის მტკიცებით, რომ ეს არის შეუცვლელი ინსტრუმენტი მასწავლებლებისთვის( არა მხოლოდ მათთვის). ყოველდღე რაღაც ახალს ვაგნებ და ვიგონებ მასში. სამწუხაროდ, პედაგოგები არ იყენებენ  მიზნობრივად და სრულყოფილად  ინსტრუმენტს და  მასში მხოლოდ მარტივ სლაიდშოუებს ამზადებენ, არადა, ისეთი კარგი რესურსების მომზადება შეიძლება :) ესეც კიდევ ერთი მტკიცება იმის, რომ მასში შეიძლება მოსწავლეებისათვის მიმზიდველი და ლამაზი ანიმაციების, ისტორიების შექმნა. ცოტა ხანში ასე ავაწყობ იგავ-არაკებს და შევქმნი ვიდეო კრებულს, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან.